11, ივნისი 2019 20:35:00
როდის განიცდის ბავშვი ფსიქოლოგიურ ზეწოლას? იღებს თუ არა მოზარდი ემოციურ ტრამვას მშობლების კონფლიქტის დროს? რა ხდება იმ დროს, როცა მამა დედას ან პირიქით დედა- მამას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს არასრულწლოვნის თანდასწრებით? ქმედება სასამართლომ უკვე აღიარა ძალადობის ფორმად . მშობლები, ფსიქოლოგები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც თანხდებიან, რომ ქმედება ბავშვის განბვითარებისთვის საზიანოა.
ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხშირ შემთხვეაში ბავშვზე მშობელი ახდენს. კონფლიქტის დროს მათ აგრესიის და რისხვის კონტროლი უჭირთ, რის გამოც მოზარდები ემოციური ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ უხეშმა დამოკიდებულებმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ფსიქოლოგის თქმით, ერთი მშობლის მიერ მეორის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობაა და ის აუცილებლად აისახება მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ქეთი დევაძე ამბობს, რომ ამან შესაძლოა ბავშვის გაორება და ემოციური ტრამვა გამოიწვიოს.
მესამე სექტორში თვლიან, რომ მშობელი მოძალადედ არ უნდა იქცეს. არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ ბავშვი მაქსიმალურად უნდა გაერიდოს კონფლიქტურ სიტუაციებს, რომ მის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას.
მშობლის მიერ, მეორე მშობლის შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა.არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობენ, რომ შემთხვევა პრეცენდენტულია და კანონით რეგულირდება.
ემოციური და სიტყვიერი ზეწოლა ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობაა. ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქემა საგამოძიებო ორგანოებს და სოციალურ მუშაკებს უნდა მიმართონ.